ერინ ელიზაბეთ მაკკი - ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, რადგან ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან
ერინ ელიზაბეთ მაკკი - ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, რადგან ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ასისტენტ-ადმინისტრატორის, ელჩ ერინ ელიზაბეთ მაკკის განცხადებით, ამერიკის მთავრობა ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც კეთილდღეობასა და წარმატებაზეა ორიენტირებული.

ერინ ელიზაბეთ მაკკიმ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე – „ვაჭრობა მომავლისთვის“ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შუა დერეფანი ამ ქვეყნებს შესაძლებლობას სთავაზობს, წვლილი შეიტანონ და თვითონაც მიიღონ სარგებელი ძლიერი სავაჭრო ურთიერთობებისგან. ტრანზიტი, ლოგისტიკა, მეტი ეფექტურობა, წარმოება, ასევე მოვისმინეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ – ყველა ამ მიმართულებით შუა დერეფანზე ჰაბი იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ქმნის უფრო დიდ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშუალოდ დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის, ამასთანავე რეგიონის სტაბილურობას უწყობს ხელს“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.

მისი თქმით, ეკონომიკის წარმატების წინაპირობა სწორედ მშვიდობაა.

„ჩვენ ვიცით, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დიდ როლს ასრულებს. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობას, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს მონაწილეობას შუა დერეფანში, რადგან ეს გააძლიერებს და მიაახლოებს მას ევროკავშირთან. ჩემი ბევრი კოლეგა ამერიკიდან აცხადებს, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, ერთი საზღვაო ფანჯარა შექმნას, რომელიც მისი, როგორც რეგიონული ქვეყნის, როლს მეტად გამოკვეთს“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.