ერიკ-ემანუელ შმიტი - ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში გადაიტანეთ არაერთი ტკივილი, რუსული ოკუპაცია და მაინც შეინარჩუნეთ ღიმილი, რაც ნიშნავს, რომ კარგი ქვეყანა გაქვთ
ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში გადაიტანეთ არაერთი ტკივილი, რუსული ოკუპაცია და მაინც შეინარჩუნეთ ღიმილი, რაც ნიშნავს, რომ კარგი ქვეყანა გაქვთ, – ამის შესახებ ცნობილმა მწერალმა ერიკ-ემანუელ შმიტმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ჟურნალისტებს შეხვდა.
„რომ გავიგე, როგორი ისტორია აქვს საქართველოს, რამდენი რამ გადაიტანეთ, რამდენი ტკივილი განიცადეთ საუკუნეების განმავლობაში, გადაიტანეთ არაერთი მტრის შემოსევა და დაპყრობა, რუსული ოკუპაცია და ამ ყველა პრობლემის მიუხედავად, ქართველებმა შეინარჩუნეთ ასეთი გაღიმებული სახეები, კარგი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ და კარგი ქვეყანა გაქვთ. სურვილი მაქვს, საქართველო უკეთ გავიცნო და კვლავ დავბრუნდე აქ“, – განაცხადა მწერალმა.
მან აღნიშნა, რომ ახალ ნაწარმოებზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულა და მკითხველი ახალ წიგნს სახელწოდებით „ფელიქსი და უხილავი წყარო“ იანვარში იხილავს.
ერიკ-ემანუელ შმიტი დღეს შეხვედრას გამართავს მკითხველთანაც.
მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი ერიკ-ემანუელ შმიტი რამდენიმე ლიტერატურული და თეატრალური პრემიის მფლობელია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია 40-ზე მეტ ენაზე, ხოლო სპექტაკლები 50-მდე ქვეყანაშია დადგმული. შმიტმა პოპულარობა საქართველოში მოიპოვა ნაწარმობებით: „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, „პილატეს სახარება“ „ნოეს შვილი“, „ულისე ბაღდადიდან“ და ა.შ.