ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ მზად არის, ნიკოლ ფაშინიანს დიპლომი გადასცეს
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზად არის, 23 წლის წინ გარიცხული ნიკოლ ფაშიანიანი აღადგინოს. ამის შესახებ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი უმაღლესი სასწავლებლიდან 1995 წელს გარიცხეს. ამის მიზეზად ფაშინიანი პოლიტიკური საქმიანობას ასახელებს, ხოლო უნივერისტეტში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი ლექციებზე დაუსწრებლობის გამო გაირიცხა. ამის გამო ფაშინიანს უმაღლესი განათლების დიპლომი დღემდე არ აქვს.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს ფაშინიანი აღადგინოს და დიპლომიც გადასცეს.
„ნიკოლ ფაშინიანის საქმის გაცნობის შემდეგ, უნივერსიტეტი მზადაა მიმართოს სომხეთის განათლების სამინისტროს და ფაშინიანის თანხმობის შემთხვევაში, აღადგინოს ის უნივერსიტეტში და დიპლომიც გადასცეს“ – ნათქვამია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მედიის პუბლიკაციებისა და სტუდენტების მიერ შეგროვებული ხელმოწერების საპასუხოდ მიიღო.