ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუს.ამის“ ცნობით, აქციის მონაწილეებმა მაშტოცის გამზირი გადაკეტეს. მათი თქმით, ეს არის დაუმორჩილებლობის აქცია.
დემონსტრაცია დედაქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე იმართება, რის გამოც ასევე გადაკეტილია აბოვიანის, ხანჯიანის, საიათნოვასა და ბაგრამიანის გამზირები.