ერდოღანი და პუტინი სამხედრო და სადაზვერვო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
ერდოღანი და პუტინი სამხედრო და სადაზვერვო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის  სატელეფონო საუბარი გაიმართა. ისინი სამხედრო და სადაზვერვო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას სირიაში 3 თებერვალს სამხედრო მფრინავის დაღუპვა მიუსამძრიმა.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ მნიშვნელოვანია სირიასთან მიმართებაში რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთობლივი მუშაობის გაგრძელება. საუბრისას განსკუთრებული ყურდღება დაეთმო სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად აღმოსავლეთ ღუტაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. აღნიშნული ზონა ამბოხებულების მიერ კონტროლდება და სირიის არმიას ალყაში აქვს მოქცეული.

პუტინი და ერდოღანი ასევე შეთანხმდნენ სირიის იდლიბის რეგიონში სადამკვირვებლო პოსტების დაჩქარებული წესით შექმნაზე.

პრეზიდენტებმა ყურადღება გაამახვილეს სირიის აფრინის რეგიონზეც, სადაც თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვრის შემდეგ მიმდინარეობს.