ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]
ერაყის ქალაქ ბასრაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ქალაქის ქუჩებში გასულმა მოსახლეობამ სამთავრობო შენობები და ტელევიზიის ოფისი დაარბია.
Kurdistan 24-ის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისსაც. დემონსტრანტებს ბლოკირებული აქვთ ქვეყნის მთავარი პორტი, უმ ყასრი.
ბასრაში საპროტესტო აქციები 3 სექტემბერს დაიწყო. მოსახლეობა მთავრობისგან ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
Kurdistan 24-ი წერს, რომ საპროტესტო აქციებს ამ დრომდე 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი ადამიანი კი დაშავდა.