„როიტერსი“ - ბოლო სამი დღის განმავლობაში ერაყში საპროტესტო აქციების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა
„როიტერსი“ - ბოლო სამი დღის განმავლობაში ერაყში საპროტესტო აქციების შედეგად 65 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგად, ბოლო სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 65 და დაშავდა 190 ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

მასშტაბური დემონსტრაციები და ამის პარალელურად შეტაკებები დედაქალაქ ბაღდადში, ასევე ქალაქებში – ნასირიაშიამარაში, ბაქუბაში, ჰილასა და ნაჯაფში მიმდინარეობს.

არეულობის გამო, რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული. ამასთან, ხელისუფლებამ დედაქალაქთან დამაკავშირებელი რამდენიმე ავტომაგისტრალის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

არეულობა ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა, არ ცხრება. კორუფციის, უმუშევრობისა და ქვეყანაში არსებული სოციალური პირობების წინააღმდეგ მიმდინარე აქცია 2 ოქტომბერს მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა.