ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]
ერაყში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს [ვიდეო]

ერაყის ქალაქ ბასრაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

ქალაქის ქუჩებში გასულმა მოსახლეობამ სამთავრობო შენობები და ტელევიზიის ოფისი დაარბია.

Kurdistan 24-ის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისსაც. დემონსტრანტებს ბლოკირებული აქვთ ქვეყნის მთავარი პორტი, უმ ყასრი.

ბასრაში საპროტესტო აქციები 3 სექტემბერს დაიწყო. მოსახლეობა მთავრობისგან ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

Kurdistan 24-ი წერს, რომ საპროტესტო აქციებს ამ დრომდე 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 100-მეტი ადამიანი კი დაშავდა.