ირანელი გენერლის მკვლელობის წლისთავზე ერაყში ანტიამერიკული აქცია გაიმართა

23:57, 03.01.2021

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის წლისთავზე ერაყში ათი ათასობით ადამიანი ანტიამერიკულ სლოგანებს სკანდირებდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბაღდადის ცენტრში ირანისგან მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მომხრეები შეიკრიბნენ, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ შურისძიებას ითხოვდნენ.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური სამხედრო დანაყოფის, „ყუდსის“ ძალების მეთაური ყასემ სოლეიმანი, ერაყის შიიტური მილიციის ხელმძღვანელ აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისთან ერთად, ბაღდადის აეროპორტში 2020 წლის 3 იანვარს, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატის დაბომბვის შედეგად მოკლეს. აშშ-ში ამტკიცებდნენ, რომ რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს სწორედ სოლეიმანის ხელმძღვანელობით გეგმავდნენ.

მსგავსი