ერაყის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
მედიის ცნობით, ბაზაზე ორი ჭურვი ჩამოვარდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აინ ალ-ასადის ბაზაზე დისლოცირებულია ამერიკული და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების კონტიგენტი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.