„ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება – ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმებს 11 მედიკოსი ემსხვერპლა

02:49, 05.10.2024

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა. ინფორმაციას „ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვიდი პირი მარჯაიუნის ჰოსპიტალში, ოთხი კი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ემსხვერპლა იერიშს.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ ბეირუთის გარეუბანში, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

მსგავსი