„ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება - ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმებს 11 მედიკოსი ემსხვერპლა
„ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება - ლიბანში ისრაელის სარაკეტო დარტყმებს 11 მედიკოსი ემსხვერპლა

ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად 11 მედიკოსი დაიღუპა. ინფორმაციას „ჰეზბოლას“ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შვიდი პირი მარჯაიუნის ჰოსპიტალში, ოთხი კი ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ემსხვერპლა იერიშს.

ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მათ ბეირუთის გარეუბანში, „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.