ერაყში საჰაერო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

17:48, 04.05.2021

ერაყის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მედიის ცნობით, ბაზაზე ორი ჭურვი ჩამოვარდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აინ ალ-ასადის ბაზაზე დისლოცირებულია ამერიკული და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების კონტიგენტი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი