ერაყში აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავარი პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს
ერაყში აქციის მონაწილეებმა ქვეყნის მთავარი პორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის განახლებას და ირანის გავლენის შემცირებას ითხოვენ.
სამართალდამცველებთან შეტაკების შედეგად 350 ადამიანი დაშავდა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ერაყში მიმდინარე აქციების დროს დაპირისპირების შედეგად 225 ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ცვლილებაა.