ერაყის ჯანდაცვის მინისტრი ბაღდადის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამო გადადგა
ერაყის ჯანდაცვის მინისტრი ჰასან ალ-თამიმი ბაღდადის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამო გადადგა.
ამის შესახებ მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
24 აპრილს, ბაღდადის კოვიდკლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუსტაფა ალ-ქადიმის განკარგულებით, თანამდებობა დატოვა საავადმყოფოს დირექტორმა, ასევე სამედიცინო დაწესებულების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
იბნ ხათიბის საავადმყოფოში ხანძრის შემდეგ ერაყის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების განკარგულება გასცა.