ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც აცრის შემდეგ გართულდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს
30 წლამდე ექთანი, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება.
ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.