საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ
საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ

ახალციხიდან გადმოყვანილი 27 წლის ექთნის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა რჩება მძიმედ. ექთანი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება.

„პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოყვანილ იქნა ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდა. სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი. პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, მოხდა ყველა კვლევის ჩატარება, ტვინის ფუნქციის განსაზღვრა. ტვინი ჯერ ცოცხალია. ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი აყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ღამე იყო საკმაოდ მძიმე. ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა.

აპარატთან არის სინქრონში. წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა არის მძიმე. პაციენტი ცოცხალია. 24 საათში უნდა მოხდეს განმეორებითი კვლევების ჩატარება. ინექციიდან გადის 24 საათი. ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა ლალი ტურტელაძემ.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.

დატოვე კომენტარი