ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის მიერ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისთვის სავარაუდო შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია სწავლობს. მოკვლევის ფარგლებში, ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი ზვიად ფხაკაძე მზად არის მის მიმართ არსებულ შეკითხვებს პასუხი გასცეს. პროკურორმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილისა და დაცვის მხარის ბრალდებები.

მხარეებს შორის დაპირისპირება ნიკოლიეშვილის იმ დასკვნამ გამოიწვია, რომელიც მან ადვოკატების დაკვეთით შეასრულა. დასკვნის მიხედვით, საქმეში არსებული დანების გარდა დაღუპულებისთვის დაზიანებები შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო სხვა ბასრი საგნებითაც.