ექსპერტების დასკვნით, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წელს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი, რომელმაც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინაში კატასტროფა განიცადა, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰოლანდიის, ბელგიის, უკრაინის, მალაიზიისა და ავსტრალიის ექსპერტები, რომლებმაც გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალ ავიალაინერს რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, „ბუკის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაუხსნეს ცეცხლი. თვითმფრინავი პერვომაისკოეს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც სეპარატისტული ძალები აკონტროლებდნენ. დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ რაკეტა რუსული სამხედრო შეიარაღების კუთვნილებაში იყო.