ცნობილი არტისტი ნინა კრავიცი საქართველოში ჩამოვა. კრავიცი საქართველოს, კერძოდ კი ანაკლიას ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – „ექოვეივსის“ ფარგლებში ესტუმრება.
„ექოვეივსი“ ანაკლიაში 22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ამ ეტაპზე ცნობილია ფესტივალის „ლაინაფის“ ნაწილი, ივნისის თვის ბოლომდე კი, სრულად გახდება ცნობილი 150 შემსრულებლის ვინაობა.
„ექოვეივსი“ 2019 ისეთ არტისტებს უმასპინძლებს როგორებიც არიან: Adriatique, Ben klock , DJ Tennis Kink.
ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა და 150-მდე დიჯეის, 10 000 მეტ სტუმარს უმასპინძლა.