ფსაი ტრანს ჟანრის ყველაზე პოპულარული პროექტი VINI VICI საქართველოში ჩამოდის
ფსაი ტრანს ჟანრის ყველაზე პოპულარული პროექტი VINI VICI საქართველოში ჩამოდის

ფსაი ტრანს ჟანრის ყველაზე პოპულარული პროექტი VINI VICI საქართველოში ჩამოდის. 17 ივნისს ვაგონშემკეთებელი ქარხანა სწორედ მათ დაეთმობათ.

ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური ჩარტების ლიდერი და ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალების მუდმივი სტუმარი ახლა ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება.

ფსაი ტრანს ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის ისტორია 2000-იანი წლებიდან იწყება.

VINI VICI Aviram Saharai-იმ და Matan Kadosh-მა ისრაელში დააფუძნეს და მათი მუსიკალური კარიერაც საკმაოდ წარმატებულად გაგრძელდა.

VINI VICI-მ წარმატებას, შემოქმედებითი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია VINI VICI წელიწადში საშუალოდ, 200-მდე შოუს მართავს, სხვადახვა მასშტაბურ ფესტივალებზე.

ღონისძიება MONO HALL-ის ორგანიზებით იმართება.