ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ექოვეივსი“ გაიხსნა. 22 აგვისტოს სცენაზე მსოფლიოში განთქმულმა დიჯეებმა დაუკრეს, მათ შორის იყვნენ ნინა კრავიცი და ეტაპ კაილი.

ფესტივალი „ექოვეივსი“ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.

წელს მსმენელს ახალი სცენები ელოდება. 150-ზე მეტი არტისტი რვა სხვადასხვა სცენაზე დაუკრავს. კონკრეტული მუსიკის მოსმენა კონკრეტულ სცენაზე იქნება შესაძლებელი.

წელს ადგილს იცვლის მთავარი სცენაც – WAVE STAGE- ზე ფესტივალის სტუმრები ჰაუსის, ტექ-ჰაუსისტექნოს და ცოცხალ შესრულებას მოუსმენენ. ახალი სცენები კი ასეთია: WAVE STAGE – ფესტივალის მთავარი სცენა – ჰაუსი, ტექ-ჰაუსი, ტექნო და ცოცხალი შესრულებები; TAIYO STAGE – ჰაუს მუსიკის სცენა; BOX STAGE – ტექნო მუსიკის სცენა; OCTAGON STAGE – ტექ-ჰაუსისა და მელოდიური ტექნოს სცენა; ZION SUN SETS STAGE – ცოცხალი მუსიკისა და ჩილაუთ მუსიკის სცენა; BEATS, RHYMES & LIFE STAGE – ჰიპ-ჰოპის, ფანკისა და რეგის სცენა; ISLAND STAGE – After party სცენა, ფესტივალის ტერიტორიის გარეთ, კუნძულზე; TREEBAL STAGE – ფსიქოდელიური ტრანსის სცენა.