„ექოვეივსის“ ფარგლებში, დიჯეი ნინა კრავიცი საქართველოში ჩამოვა
„ექოვეივსის“ ფარგლებში, დიჯეი ნინა კრავიცი საქართველოში ჩამოვა

ცნობილი არტისტი ნინა კრავიცი საქართველოში ჩამოვა. კრავიცი საქართველოს, კერძოდ კი ანაკლიას ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – „ექოვეივსის“ ფარგლებში ესტუმრება.

„ექოვეივსი“​ ანაკლიაში 22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ამ ეტაპზე ცნობილია ფესტივალის „ლაინაფის“ ნაწილი, ივნისის თვის ბოლომდე კი, სრულად გახდება ცნობილი 150 შემსრულებლის ვინაობა.

„ექოვეივსი“ 2019 ისეთ არტისტებს უმასპინძლებს როგორებიც არიან: Adriatique, Ben klock , DJ Tennis Kink.

ფესტივალი პირველად გასულ წელს გაიმართა და 150-მდე დიჯეის, 10 000 მეტ სტუმარს უმასპინძლა.