ექიმის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ექიმის ინფორმაციით, გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ აცხადებენ, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ამჟამად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მოხსნილია მართვითი სუნთქვის აპარატიდან. ყველა სასიცოცხლო ფუნქცია სტაბილურია. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. ორივე კონტაქტურია და სავარაუდოდ, მალე გავწერთ კლინიკიდან. სამედიცინო დახმარება თავის დროზე იქნა გაწეული და შესაბამისად, მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური“, – აცხადებს კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი კაჭახიძე.
ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან რეანომობილით თბილისში გუშინ გადმოიყვანეს.
შემთხვევა გუშინ, გურჯაანის ერთ-ერთ თონეში მოხდა, სადაც მამა-შვილი მუშაობდა.
60 და 35 წლის მამაკაცები უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა.