გურჯაანში, ერთ-ერთ თონეში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს
გურჯაანში, ერთ-ერთ თონეში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მდებარე ერთ-ერთ თონეში მამა-შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

წინასწარი ვერსიით, 60 და 35 წლის მამაკაცები ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ. ორივე თონეში მცხობელად მუშაობდა.

ისინი მძიმე მდგომარეობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.