გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

13:59, 17.08.2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მინიტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.

ავტომობილში მყოფი ცოლ-ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი