ექიმის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებულ ქალს თავის ტვინის შერყევა აქვს
ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანიდან ერთი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ექიმის ინფორმაციით, 68 წლის ქალბატონს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაესვა და ამ დროისთვის მზადდება ნევროლოგიურ განყოფილებაში გადასაყვანად.
„სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილი იქნა ერთი პაციენტი, 68 წლის ქალბატონი, ინტრაკრანიალური ტრავმით, კიდურების ტრავმებით, მცირე ზომის ჭრილობებით, კანქვეშა ჰემატომით შუბლზე. ქალბატონს ჩაუტარდა კვლევები, დაესვა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. მზადდება ნევროლოგიურ განყოფილებაში გადასაყვანად. კლინიკაში დარჩება რამდენიმე დღე“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში ალადაშვილის რეანიმატოლოგი ქეთევან არეკიშვილი.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაშავებულ სამ მამაკაცს, ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები.
ხანძარი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე გაჩნდა.