ექიმის ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ავტობუსის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტი 14:09 საათზე შემოიყვანეს კლინიკაში. პაციენტი 62 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღრმა ჭრილობა. მკურნალობა უკვე დაწყებულია. ის იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა სოსო მაისურაძემ.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.