ექიმის ინფორმაციით, ბელიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი ავტობუსის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

16:06, 07.05.2019

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე დაჭრილი მძღოლი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი 14:09 საათზე შემოიყვანეს კლინიკაში. პაციენტი 62 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ღრმა ჭრილობა. მკურნალობა უკვე დაწყებულია. ის იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა სოსო მაისურაძემ.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი