თბილისში ავტობუსის მძღოლი დაჭრეს

14:24, 07.05.2019

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი