ექიმი - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ტომოგრაფიაზე მცირედ დადებითი დინამიკა შეინიშნება 
ექიმი - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ტომოგრაფიაზე მცირედ დადებითი დინამიკა შეინიშნება 

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კომპიუტერულ ტომოგრაფიის შედეგად შეინიშნება, მცირე დადებითი დინამიკა.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე, ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, ჯერჯერობით, ავადმყოფს რამე ტიპის ჩარევა არ ესაჭიროება, მკურნალობის მოცულობაც რჩება აბსოლუტურად უცვლელი. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე შეინიშნება მცირედ, უმნიშვნელოდ დადებითი დინამიკა“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ამასთან, ექიმი ცოტნე გამსახურდიას უცხოეთში გადაყვანის შესახებ ამბობს, რომ თუ ოჯახი აღნიშნულ  გადაწყვეტილებას მიიღებს, ხეჩინაშვილის კლინიკა მაქსიმალურად დაეხმარება.

„პაციენტის უცხოეთში გადაყვანაზე ვერ გეტყვით კონკრეტულად ვერაფერს, ერთადერთი, დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით, თუ ეს საკითხი გადაწყდა“, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.