გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დახმარებით, ცოტნე გამსახურდია თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ძმა, ცოტნე გამსახურდია ორი კვირაა, თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფება.
ის წერს, რომ ცოტნე გამსახურდიასთვის „კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია“.
„ჩემი ძმა, მეუღლესთან, ანისთან ერთად, ორი კვირაა, რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ.
ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ“, – წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“.
ჩემი ძმა,მეუღლესთან ანისთან ერთად,2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში,სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ.ცოტნეს საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) August 17, 2021
ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობოდა საზოგადოებას,რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი,რაც 🇪🇺 წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით.ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია.
— George Gamsakhurdia (@GeorgeGamsa1979) August 17, 2021