გიორგი გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესში დახმარების გაწევისთვის ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

00:26, 14.07.2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „ტვიტერში“ წერს, რომ მისი ძმის, ცოტნე გასახურდიას რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მიმდინარეობს.

გიორგი გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესში დახმარების გაწევისთვის ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის.

​„ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ. ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ“, – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

მსგავსი