ექიმი - 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონია და მძიმე ფორმის სეფსისი გახდა
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ქალი H1 ვირუსით გუშინ გარდაიცვალა. ექიმი ამბობს, რომ ფეხმძიმე პაციენტი კლინიკაში 14 დეკემბერს მაღალი სიცხით და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მას ფეხმძიმობის 38-ე კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონია, მძიმე ფორმის სეფსისი და სეპტიური შოკი გახდა“, – განაცხადა პირველ არხთან ანესთეზია-რეანიმაციის სამსახური უფროსმა მამუკა ნემსიწვერიძემ.