ექიმი – 30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონია და მძიმე ფორმის სეფსისი გახდა

13:52, 25.12.2018

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ქალი H1 ვირუსით გუშინ გარდაიცვალა. ექიმი ამბობს, რომ ფეხმძიმე პაციენტი კლინიკაში 14 დეკემბერს მაღალი სიცხით და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. მას ფეხმძიმობის 38-ე კვირაზე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„30 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი მძიმე ფორმის ვირუსული პნევმონია, მძიმე ფორმის სეფსისი და სეპტიური შოკი გახდა“, – განაცხადა პირველ არხთან ​ანესთეზია-რეანიმაციის სამსახური უფროსმა მამუკა ნემსიწვერიძემ.

მსგავსი