„ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებით, ღაზის სექტორში 20 ათასზე მეტი დაშავებული იმყოფება
„ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს მონაცემებით, ღაზის სექტორში 20 ათასზე მეტი დაშავებული იმყოფება

ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, ღაზის სექტორში 20 ათასზე მეტი დაშავებული იმყოფება. საერთაშორისო ორგანიზაცია ცეცხლის შეწყვეტას, ღაზიდან უფრო მეტი ადამიანის ევაკუაციას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითხოვს.

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, გუშინ რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზიდან 335 უცხოელის და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის გაყვანა მოხდა, ასევე 76 მძიმედ დაშავებული და ავადმყოფი ადამიანის.

გაერო-ს მონაცემებით, ღაზის სექტორში სურსათის, სასმელი წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია.