ენტონი ბლინკენი - რუსეთი აგრძელებს დუნაის პორტების ინფრასტრუქტურის განადგურებას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა, საკვების იარაღად გადაქცევა და მშიერი ხალხის იძულება რუსული სცენარია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის პორტებზე.
„რუსეთი აგრძელებს დუნაის პორტების ინფრასტრუქტურის განადგურებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის. ეს არის რუსული სცენარი: უკრაინის ექსპორტის დაბლოკვა, საკვების იარაღად გადაქცევა და მშიერი ხალხის იძულება, რათა მათ გადაიხადონ ამის საფასური“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიცია ურყევია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება კრემლის მხრიდან ახალ შანტაჟს გამოიწვევს.