ენტონი ბლინკენი – რუსეთი აგრძელებს დუნაის პორტების ინფრასტრუქტურის განადგურებას, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვა, საკვების იარაღად გადაქცევა და მშიერი ხალხის იძულება რუსული სცენარია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გმობს რუსეთის დარტყმებს უკრაინის პორტებზე.
„რუსეთი აგრძელებს დუნაის პორტების ინფრასტრუქტურის განადგურებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის. ეს არის რუსული სცენარი: უკრაინის ექსპორტის დაბლოკვა, საკვების იარაღად გადაქცევა და მშიერი ხალხის იძულება, რათა მათ გადაიხადონ ამის საფასური“, – წერს ბლინკენი სოციალურ ქსელში.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიცია ურყევია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება კრემლის მხრიდან ახალ შანტაჟს გამოიწვევს.
Russia continues its attacks on Ukraine’s vital Danube ports, systematically destroying civilian infrastructure to prevent Ukrainian grain from feeding the world. This is Russia’s playbook: strangle Ukrainian grain exports, weaponize food, and make hungry people pay the price.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) September 8, 2023