„ენგურჰესში“ აცხადებენ, რომ ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო
„ენგურჰესის“ გენერალურ დირექტორ ლევან მებონიას ინფორმაციით, ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო.
მებონიას თქმით, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც „ენგურჰესს“ ზესტაფონის ქვესადგურთან აერთებს, ავარიულად გამოირთო და შესაბამისად, გაითიშა აგრეგატები.
„ამ ეტაპზე ერთი აგრეგატი უკვე ჩართულია. მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა ლევან მებონიამ.
ლევან მებონიას განცხადებით, ავარიული გათიშვის მიზეზები ჯერ უცნობია.
ელექტროენერგია ცოტა ხნის წინ დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს შეუწყდა.