დედაქალაქისა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

14:22, 14.06.2021

თბილისის რაიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს სს „თელასის“ პრესსამსახურში განუცხადეს, ელექტროენერგია არ მიეწოდება დედაქალაქის აბონენტების დაახლოებით ნახევარს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგება შეზღუდულია რეგიონების ნაწილშიც.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში გათიშვის მიზეზებზე განმარტება ჯერ არ გაკეთებულა.

მსგავსი