„ენგურჰესში“ აცხადებენ, რომ ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო

15:02, 14.06.2021

„ენგურჰესის“ გენერალურ დირექტორ ლევან მებონიას ინფორმაციით, ავარიულად გათიშული ოთხი აგრეგატიდან ერთი უკვე ჩაირთო.

მებონიას თქმით, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც „ენგურჰესს“ ზესტაფონის ქვესადგურთან აერთებს, ავარიულად გამოირთო და შესაბამისად, გაითიშა აგრეგატები.

„ამ ეტაპზე ერთი აგრეგატი უკვე ჩართულია. მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა ლევან მებონიამ.

ლევან მებონიას განცხადებით, ავარიული გათიშვის მიზეზები ჯერ უცნობია.

ელექტროენერგია ცოტა ხნის წინ დედაქალაქისა და რეგიონების დიდ ნაწილს შეუწყდა.

მსგავსი