„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტთა ნაწილის მიერ საფასურის გადაუხდელობის მიუხედავად, ორი თვის განმავლობაში მათ დენის მიწოდება არ შეწყვეტიათ
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტთა ნაწილის მიერ დენის საფასურის გადაუხდელობის მიუხედავად, ორი თვის განმავლობაში მათ დენის მიწოდება არ შეწყვეტიათ.
როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი აცხადებს, კომპანიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მარტში მოხმარებული დენის დავალიანების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება არავისთვის შეუწყვეტია.
მისივე ინფორმაციით, კომპანიამ ასევე გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში საერთოდ არ არსებობდა სუბსიდია, აღნიშნულ თვეშიც არავის შეწყვიტია ენერგომომარაგება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, თავადაც ყიდულობს სხვადასხვა მომწოდებლებისგან დენს და აწვდის თავის აბონენტებს. ალბათ ისიც გესმით, რომ სულ გადაუხდელობა ვერ გამოვა, მაშინ „ენერგო-პროსაც“ გაუჭირდება თავის მომწოდებლებთან ანგარიშსწორება. ამიტომ მაქსიმალურად ეხმარება კომპანია ყველას, რომ გადაიხადოს დენის საფასური, გადანაწილებით და ა.შ.“, – აცხადებს დვალიშვილი.
კომაპნიის მონაცემებით, ამ დროისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადასახდელი აქვს 23 ათასამდე აბონენტს, სუბსიდია შეეხო 751 852 აბონენტს, ხოლო 160 690 სუბსიდირება არ შეხებია.