„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ქუთაისის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება, რუსთავის საარჩევნო უბნებზე კი, გენერატორის მეშვეობით მოხერხდა ენერგომომარაგების აღდგენა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ქუთაისის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება, რუსთავის საარჩევნო უბნებზე კი, გენერატორის მეშვეობით მოხერხდა ენერგომომარაგების აღდგენა

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ავარიის ლიკვიდაცია ოპერატიულად მოხდა, რუსთავის საარჩევნო უბნებზე კი, გენერატორის მეშვეობით მოხერხდა ენერგომომარაგების აღდგენა.

მათივე განცხადებით, საუბარი ელექტროენერგიის სპეციალურად გათიშვაზე, არასწორია.

„ქუთაისის საარჩევნო უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, დაახლოებით რვა წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი 2-3 საარჩევნო უბანს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ავარიის ლიკვიდაცია. ქვეყნის მასშტაბით არის 3 200 საარჩევნო უბანი და კომპანიის ტექნიკურმა ბრიგადებმა შეძლეს მათი სტაბილური ენერგომომარაგება. საუბარი ელექტროენერგიის სპეციალურად გათიშვაზე, არასწორია.

რაც შეეხება რუსთავის მე-14 და მე-15 უბანს, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება იყო შეწყვეტილი, კომპანიის წარმომადგენლებმა გენერატორის მეშვეობით მოახერხეს აღნიშნული უბნების ენერგომომარაგების აღდგენა. ელექტროგადამცემ ხაზზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, – აცხადებენ კომპანიაში.