„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ამ დროისთვის შოვამდე გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ამ დროისთვის შოვამდე გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს

კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

„ამ დროისთვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აცხადებენ კომპანიაში.