„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია - სტაბილურად, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს შეფერხებით მიეწოდება
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია - სტაბილურად, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს შეფერხებით მიეწოდება

გურიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ კუთვნილი ელექტროქსელის ნაწილი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ინფორმაციაში.

როგორც კომპანიის ინფორმაციაშია ნათქვამი, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგია – სტაბილურად, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს შეფერხებით მიეწოდება.

„გურიაში ჩამოწოლილმა მეწყერმა და ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს „ენერგო-პრო ჯორჯიის“ კუთვნილი ელექტროქსელის ნაწილი. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები სტაბილურად მარაგდებიან ელექტროენერგიით. ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს.

კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ამ წუთებშიც აქტიურად მუშაობენ სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენით სამუშაოებზე. აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდა ელექტროენერგია. აღდგენით სამუშაოებს აფერხებს ჩამოწოლილი მეწყრის და ადიდებული მდინარეების გამო გამოწვეული დაზიანებებამდე მისასვლელი გზების ჩახერგვა. თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიის“ ტექნიკური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ შეძლებისდაგვარად დროულად მოხერხდეს აბონენტებისთვის ელექტროენეგრიის მიწოდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის ტექნიკური სამსახურის ცნობით, დღის ბოლომდე აბონენტების უმრავლესობას აღუდგება ენერგომომარაგება.