„ენერგო-პრო ჯორჯია“ - მაღალმთიან აჭარაში ელექტრომომარაგება პრაქტიკულად აღდგენილია
მაღალმთიან აჭარაში ელექტრომომარაგება პრაქტიკულად აღდგენილია. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს სამივე მუნიციპალიტეტში ელ.ენერგიის თითქმის სრულად აღდგენა.
მცირე შეზღუდვებია ხულოში. დანისპარაულისა და რიყეთის აბონენტების ნაწილს დენი შეფერხებით მიეწოდება. კომპანიის ცნობით, შუახევში ამ დროისთვის დარჩენილია ჭვანის ხეობის ნაწილი. ქედაში კი დოლოგნის, დანდალოსა და აგარას აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.