„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ჭუბერის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - ჭუბერის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ჭუბერის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, – ამის შესახებ პირველ არხს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ნაწილობრივ არის დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის, კომპანიის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები დაზიანების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, როგორც კი ტექნიკური ჯგუფი ადგილამდე მისვლას შეძლებს, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.

„ჭუბერის მოსახლეობის ნაწილს წუხელ 23:30 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. კომპანიის ადგილობრივ ტექნიკურ სამსახურს დამატებითი ტექნიკური ბრიგადები ეხმარებოდნენ მესტიიდან. მოსახლეობის დარჩენილი მცირე ნაწილისთვის ელ-ენერგიის მიწოდების აღდგენა მას შემდეგ მოხერხდება, რაც „ენერგო-პრო ჯორჯას“ ტექნიკურ სამსახურს დაზიანების ადგილამდე მისვლის საშუალება ექნება“, – განაცხადეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, კომპანიამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების წუთიდან მოახდინა რეაგირება და დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები.