ენდიაი - გამოკითხულთა 71 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული
ენდიაი - გამოკითხულთა 71 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული

საქართველოში გამოკითხულთა 71 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული. 19 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 10 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

გამოკითხულთა 55 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა წინ წამოწია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. აღნიშნულ მოსაზრებას მხოლოდ 33 პროცენტი ეთანხმება, ხოლო 12 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 57 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი უფრო ეფექტურად და ორგანიზებულად საქმიანობს. მოსაზრებას მხოლოდ 29 პროცენტი ეთანხმება.

გამოკითხულთა 54 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა ეფექტური ზედამხედველობა გაუწია მთავრობას (სამინისტროებს) მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით. 28 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება, ხოლო 18 პროცენტი აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 63 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტმა შეძლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება. მოსაზრებას მხოლოდ 23 პროცენტი ეთანხმება.

გამოკითხულთა 45 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ მისნაირი ადამიანების შეხედულებებს. 51 პროცენტი აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება.

57 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას – რომ უნდოდეს, ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას. მხოლოდ 35 პროცენტი აცხადებს, რომ შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა.

რაც შეეხება პარლამენტის საქმიანობაში ჩართულობას, გამოკითხულთა 93 პროცენტი არ დასწრებია პარლამენტის ან პარლამენტის წევრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. მოთხოვნით არ მიუმართავს პარლამენტისთვის ან პარლამენტის წევრისთვის გამოკითხულთა 97 პროცენტს. კანონმდებლობაზე კომენტარი არ გაუკეთებია 97 პროცენტს. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას არ დასწრებია გამოკითხულთა 98 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.