„ემის“ 2019-ის ნომინანტების ვინაობა ცნობილია - „სამეფო კარის თამაშები“ 32 ნომინაციაზეა წარდგენილი
„ემის“ 2019-ის ნომინანტების ვინაობა დასახელდა. „ეიჩბიოს“ საკულტო სერიალი „სამეფო კარის თამაშები“ 32 ნომინაციაზეა წარდგენილი, „საოცარი მისის მეიზელი“ – 19-ზე, ხოლო „ჩერნობილი“ 18 ნომინაციაზე.
საუკეთესო დრამატული სერიალი ნომინაციაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ „სამეფო კარის თამაშები“, „ოზარკი“, „სჯობს დაურეკოთ სოლს“, „ეს ჩვენ ვართ“, „ევას მკვლელობისას“.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე დრამატულ სერიალში წარდგენილი არიან: ჯეისონ ბეიტმანი – „ოზარკი“, სტერლინგ ბრაუნი – „ეს ჩვენ ვართ“, კიტ ჰარინგტონი – „სამეფო კარის თამაშები“, ბობ ოდენკირკი – „სჯობს დაურეკოთ სოლს“, ბილი პორტერი – „პოზა“, მილო ვენტიმილია – „ეს ჩვენ ვართ“.
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე დრამატულ სერიალში წარდგენნილი არიან: ემილია კლარკი – „სამეფო კარის თამაშები“, ჯოდი კომერი – „ევას მკვლელობისას“, ვიოლა დევისი – „როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობისას“, ლორა ლინი – „ოზარკი“, მენდი მური – „ეს ჩვენ ვართ“, სანდრა ო – „ევას მკვლელობისას“, რობინ რაითი – „ბანქოს სახლი“.
საუკეთესო მინი სერიალის ნომინაციაზე წარდგენილია: „ჩერნობილი“, „გაქცევა დანემორადან“, „ფოსი და ვერდონი“, „ბასრი საგნები“, „როცა ისინი დაგვინახავენ“.
„ემის“ 71-ე დაჯილდოების ცერემონია 15 სექტემბერს გაიმართება.