ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა
ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას „france 24” ავრცელებს.

მედიის ცნობით, მაკრონი თელ ავივში ჩავიდა, რათა გამოხატოს ფრანგი ხალხის სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ.

მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და ოპოზიციის ლიდერს, ბენი განცს შეხვდება.